თურქეთი პალესტინას სამედიცინო მასალებით დაეხმარა

თურქეთი პალესტინას სამედიცინო მასალებით დაეხმარა

1411648
თურქეთი პალესტინას სამედიცინო მასალებით დაეხმარა

თურქეთის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად პალესტინისთვის გაგზავნილი სამედიცინო მასალა უფლებამოსილებს გადაეცა.

ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ პალესტინის ჯანდაცვის მინისტრი მეი კეილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რიად ალ მალიქი, იერუსალიმში თურქეთის გენერალური საკონსულოს დროებითი მისიის ხელმძღვანელი, ელჩი აჰმედ რიზა დემირერი და პალესტინელი უფლებამოსილები.

პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მალიქიმ აღნიშნა, რომ ამ დახმარებას პალესტინის ხელისუფლების კოვიდ-19-თან ბრძოლის გასაგრძელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს და პრეზიდენტ ერდოღანსა, მთავრობას მადლობა გადაუხადა და დაამატა: „ეს დახმარება პალესტინის სახელმწიფოს მეთაურს მაჰმუდ აბბასა და პრეზიდენტ ერდოღანს შორის არსებული ძლიერი კავშირების გამოხატულებაა.“

თურქეთის მიერ კოვიდ-19-თან საბრძოლველად პალესტინისათვის გაგზავნილი სამედიცინო მასალით დატვირთული თურქეთის ავიახაზების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი 30 აპრილს ისრაელის დედაქალაქ თელ-ავივთან ახლოს მდებარე ბენ გურიონის აეროპორტში დაეშვა.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #პალესტინა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები