პრეზიდენტმა გუშინ  სატელევიზიო მიმართვის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანი: „გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი  სწრაფად იზრდება“

1410814
პრეზიდენტმა გუშინ  სატელევიზიო მიმართვის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად სწრაფად იზრდება.  პრეზიდენტმა გუშინ, ვიდეოკონფერენციით გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდ-19) დაკავშირებით მიღებული პრევენციების შედეგების შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

„ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ჩვენს ქვეყანაში პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან  ერთნახევარი თვე გავიდა. პანდემიის წინააღმდეგ მიღებული პრევენციიების კვალდაკვალ,  ნორმალიზაციის პროცესს ვუბრუნდებით, რომელიც  გავრცელდება მომდევნო 3 თვის განმავლობაში. ამ თვალსაზრისით  65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შაბათ-კვირას ოთხ-ოთხი საათის, ხოლო  20 წლამდე ასაკის 13 მაისს, 4 საათის განმავლობაში შეეძლებათ გარეთ გასვლა. რაც შეეხება კომერციული საწარმოების და მომსახურების სექტორის შესახებ მიღებული ზომები მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი. სავალდებულო სამხედრო  სამსახურიდან განთავისუფლება თვის ბოლოს დაიწყება“, განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა  სატელევიზიო მიმართვის დროს ასევე დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიღებულ ზომებზე დაუმორჩილებლობა იქნება დაფიქსირებული, შესაძლოა უფრო მკაცრი ზომები იქნას მიღებული.


საკვანძო სიტყვები: #განცხადებები , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები