თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი კლებულობს

ბოლო ერთ დღეში 78 ადამიანი დაიღუპა

1409585
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი კლებულობს

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 3336-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 36 318  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1983 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 78 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  124 375-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 58 259  პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს 4451 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მიღებული ზომების შედეგეგად გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები