თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი კლებულობს

თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი კლებულობს

1409066
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი კლებულობს

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 3258-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 41 431  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2188 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 84 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  122 392-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 53 808  პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს 4922 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მიღებული ზომების შედეგეგად გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები