თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი 3174-მდე გაიზარდა

ბოლო 24 საათს 4846 პაციენტი გამოჯანმრთელდა

1408739
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი 3174-მდე გაიზარდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 3174-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 42 004  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2615 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 93 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  120 204-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 48 886  პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს 4846 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მიღებული ზომების შედეგეგად გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები