თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი კლებულობს

ბოლო 24 საათში 99 პაციენტი დაიღუპა

1405700
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  დაღუპულთა რიცხვი კლებულობს

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 2805-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 30 177  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 2357 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 99 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  110 130-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 29 140  პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს 3558 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მიღებული ზომების შედეგეგად გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები