დიდი ბრიტანეთი თურქეთს მადლობას უხდის

დიდი ბრიტანეთი თურქეთს მადლობას უხდის

1405073
დიდი ბრიტანეთი თურქეთს მადლობას უხდის

დიდი ბრიტანეთი, თურქეთს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინაარმდეგ ბრძოლაში თანადგომისათვის მადლობას უხდის. ევროპის საკითხებზე პასუხისმგებელმა  ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ვენდი მორტონმა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ამ ქვეყნისათვის, თურქეთის მხრიდან გაგზავნილი სამედიცინო დახმარების მიმართ მადლიერება გამოხატა. მორტონმა სოციალურ ქსელ, Twitter–ის მეშვეობით გავრცელებულ მესიჯში თურქეთის მხრიდან ბრიტანეთისათვის გაგზავნილი  დამცავი აღჭურვილობისა და სხვა სამედიცინო დახმარების ფოტოებიც დაურთო და ანკარას დიდი მადლობა გადაუხადა. „ეს გულუხვი საჩუქარი, თურქეთსა და ბრიტანეთს შორის  არსებული ძლიერი მეგობრობის ძალას გვიჩვენებს“, ხაზგასმულია ბრიტანელი მინისტრის მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები