თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს

თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს

1404165
თურქეთში კოვიდ-19-ის შედეგად  გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 2491-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 40 962  ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 3116 შემთხვევა. ყველა მცდელობის მიუხედავდ კიდევ 115 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი  101 790-მდე გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის მთლიანობაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 18 491  პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომ მიღებული ზომების შედეგეგად გარდაცვლილთა რიცხვი კლებულობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სწრაფად იზრდება.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები