ერდოღანი: „თურქეთი, გლობალური რესტრუქტურიზაციის პროცესის ცენტრშია“

ერდოღანი: „თურქეთი, გლობალური რესტრუქტურიზაციის პროცესის ცენტრშია“

1402765
ერდოღანი: „თურქეთი, გლობალური რესტრუქტურიზაციის პროცესის ცენტრშია“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, გლობალური რესტრუქტურიზაციის პროცესის ცენტრშია. პრეზიდენტმა ამის შესახებ სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ცენტრალური აღმასრულებელ საბჭოზე ვიდეოკონფერენციის მეთოდით სიტყვით გამოსვლისას, ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში მიღებული ზომების შესახებ გაკეთებული განცხადების დროს აღნიშნა. „ეს ეპიდემია, რომელიც ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემაა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისი გახდა, მისი ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით. განსაკუთრებით განვითარებული ქვეყნების სასოწარკვეთა ამგვარი ყოვლისმომცველი კრიზისის გამო, მოითხოვს ყველა მომავალი პროგნოზის რეკონსტრუქციას. მთელი ევროპის და ირანს შორის მყოფი თურქეთის ამ ეპიდემიისგან შორს დაჭერა შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა ჩვენი სხვაობა გახლავთ ის, რომ ძლიერი ჯანმრთელობის ინფრასტრუქტურა გვაქვს  და დროულად ვიღებთ საჭირო ზომებს. თურქეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მოექცა გლობალური რესტრუქტურიზაციის პროცესის ცენტრში. ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ ეპიდემიის დასრულების შემდეგ  რეგიონის ქვეყნებში განსავითარებელი პროცესებისათვის. პანდემიასთან ბრძოლის საკითხში მისაღები ზომები მარხვის (რამაზნის) თვეშიც გაგრძელდება“, განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები