“მშვიდობის წყაროს“ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება

ლიკვიდირებულია კიდევ 4 ტერორისტი

1399954
“მშვიდობის წყაროს“ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება

 

სირიის ჩრდილოეთში, თურქული არმიის მიერ “მშვიდობის წყაროს“ რეგიონში ჩატარებული ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში ლიკვიდირებულ იქნა ქურთული ტერორისტული ორგანიზაციის, პკკ-ას წევრი კიდევ 4 სეპარატისტი.  თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ჩრდილოეთ სირიის “მშვიდობის წყაროს“ რეგიონში ჩატარებული მორიგი ოპერაციის დროს, თურქმა კომანდოსებმა გაანეიტრალეს 4 ტერორისტი, რომლებიც მალულად აპირებდნენ თურქული არმიის კონტროლირებად რეგიონში შეღწევას და თავდასხმის განხორციელებას. ამავე ინფორმაციით ანტიტერორისტული ოპერაციები რეგიონში გრძელდება

 



მსგავსი ინფორმაციები