პრეზიდენტი ერდოღანი: "კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ სახელმწიფო ყველა ზომას ატარებს"

პრეზიდენტი ერდოღანი: "კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ სახელმწიფო ყველა ზომას ატარებს"

1393978
პრეზიდენტი ერდოღანი: "კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ სახელმწიფო ყველა ზომას ატარებს"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ სახელმწიფო ყველა ზომას ატარებს.

„თურქეთი, ბოლო 18 წლის განმავლობაში ძირითადი მომსახურების სფეროებში განხორციელებული ცვლილებების და გარდაქმნის წყალობით Kovid-19-ის ეპიდემიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომზადებული ქვეყანაა... ჩვენ გვყავს 165 ათასი ექიმის, 205 ათასი ექთნის თაოსნობით 490 ათასი ჯანდაცვის და 360 ათასი დამხმარე პერსონალისგან შემდგარი უზარმაზარი ჯარი... მშვიდად იყავით, არც ერთი ვირუსი, არც ერთი ეპიდემია თურქეთზე ძლიერი არ არის. ჩვენ ეროვნული ბრძოლა გვაქვს კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელიც გლობალურ ეპიდემიად იქცა. როგორც სახელმწიფო, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას და მობილიზებას ვახდენთ შესაძლებლობების ეპიდემიის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ერის ჯანმრთელობას.“- აღნიშნა რ. თ. ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები