პრეზიდენტი: "ჩვენ ერთმანეთისთვის საკმარისი ვიქნებით"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაიწყო ეროვნული თანადგომის კამპანია "ჩვენ ერთმანეთისთვის საკმარისი ვიქნებით."

1388028
პრეზიდენტი: "ჩვენ ერთმანეთისთვის საკმარისი ვიქნებით"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაიწყო ეროვნული თანადგომის კამპანია "ჩვენ ერთმანეთისთვის საკმარისი ვიქნებით."

პრეზიდენტმა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. მან დასძინა, რომ მთელს მსოფლიოში გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების მიღების გამო დაზარალებული დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეების დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად დაიწყეს ეროვნული თანადგომის კამპანია "ჩვენ ერთმანეთისთვის საკმარისი ვიქნებით."

 „კამპანიას 7 თვის ხელფასის გადარიცხვით ვიწყებ“ - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მინისტრებმა კაბინეტის სხდომაზე ასევე გამოაცხადეს კამპანიის მხარდაჭერა და დაამატა, რომ ყველაზე დიდ წვლილს ელოდებიან ბიზნესმენებისა და ქველმოქმედი ადამიანების მხრიდან.

„გამგებლების ჩართვით, შემოწირული თანხის ყველაზე სწორი ფორმით განაწილებას ვუზრუნველყოფთ... არც ერთი ვირუსი ჩვენს ერთობაზე, ძმობაზე უფრო ძლიერი არ არის... (კოვიდ-19) ეპიდემიის პირველივე დღეებიდან მოყოლებული სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, სამედიცინო ზომებს სრულად ვატარებთ... იმის გამო რომ ჩვენი ქვეყანა აწარმოებს ყველა ძირითად სასურსათო პროდუქტს, როგორც ჩვენი მარაგების, ასევე მიწოდების ქსელების მოქმედება არის ისეთი დონის, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებებს... ვერც ერთი დაავადება ხელს ვერ შეუშლის ნათელ მომავალს. ვერც ერთი საფრთხე ვერ შეგვიშლის ხელს ჩვენი მიზნების მიღწევაში. იმიტომ, რომ ჩვენ თურქეთი ვართ.“-განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები