პრეზიდენტმა ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო დიდი ოცეულის ლიდერების რიგგარეშე სამიტში

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ვიდეო კონფერენციით მონაწილეობა მიიღო დიდი ოცეულის ლიდერების რიგგარეშე სამიტში

1385926
პრეზიდენტმა ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო დიდი ოცეულის ლიდერების რიგგარეშე სამიტში

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ვიდეო კონფერენციით მონაწილეობა მიიღო დიდი ოცეულის ლიდერების რიგგარეშე სამიტში, სადაც სიტყვით გამოსვლისას მწუხარება გამოთქვა ეპიდემიით გარდაცვლილი ადამიანების გამო და მადლობა გადაუხადა ყველა თავდაუზოგავად მომუშავე ჯანდაცვის მუშაკს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი თავიდანვე ყურადღებით აკვირდება შექმნილ მდგომარეობას, სწრაფად გაატარა საჭირო ზომები და დაამატა:“... ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ პრობლემურ დღეებში არ დავტოვოთ მეგობარი და მოძმე ქვეყნები მარტო. ამ ეპიდემიამ ყველას კვლავ გაგვახსენა ეს ჭეშმარიტება, განურჩევლად ჩვენი რელიგიების, ენების და ქვეყნებისა, ყველა ჩვენგანის ბედი საერთოა. არც ერთ ჩვენგანს არ გააჩნია დამცავი და ცალმხრივი პოლიტიკის გატარების ფუფუნება. თავისუფალი, ღია და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სავაჭრო სისტემა დიდ როლს შეასრულებს იმ ზომების გავლენების შემცირებაში, რომლებიც ეპიდემიის წინააღმდეგ გავატარეთ. ამ ფარგლებში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეროვნული ზომა, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.“

ერდოღანმა აღნიშნა, რომ უნდა გაზიარდეს ეპიდემიის კონტროლის და დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ გამოცდილებები და რომ კორონავირუსის ეპიდემიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა G20-ს თანამშრომლობის მნიშვნელობა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიელი ლტოლვილების თაოსნობით იძულებით გადაადგილებული პირები ყველაზე დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ ეპიდემიის ფონზე და დასძინა:

 „იმავდროულად, მსურს აღვნიშნო, რომ მნიშვნელობას ვანიჭებ განვითარებადი ქვეყნების და განსაკუთრებით აფრიკის დახმარების საკითხს. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეს ვირუსი, რომელიც ყველა ჩვენგანს საფრთხეს უქმნის, ასევე საშუალებას გვაძლევს ერთად ვიყოთ კაცობრიობის საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ კატასტროფის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ვიმოქმედოთ სოლიდარობითა და თანამშრომლობით.“



მსგავსი ინფორმაციები