ერდოღანმა  G20-ის სამიტში  ვიდეოკონფერენციით მიიღო მონაწილეობა

ერდოღანმა  G20-ის სამიტში  ვიდეოკონფერენციით მიიღო მონაწილეობა

1385716
ერდოღანმა  G20-ის სამიტში  ვიდეოკონფერენციით მიიღო მონაწილეობა
erdogan g20 video konferans1.jpg
erdogan g20 video konferans.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  დღეს გამართულ,  „დიდი ოცეულის“ სამიტში ვიდეოკონფერენციით მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა. ვიდეოკონფერენციით  გამართულ, G20-ის სამიტში თურქეთის სახელით ასევე ესწრებოდნენ  საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ხაზინის და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი, პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი და სხვები. 2:15 საათს გაგრძელებულ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდეგია:

- დახმარება გაეწიოს ყველა იმ ქვეყანას, ვისაც ეს საჭიროებს და საზოგადოების ჯანმრთელობისა და ფინანსური ზომების თვალსაზრისით კოორდინაცია იქნას გაწეული.  

- ეპიდემიის გასაკონტროლებლად ყველა ჯანმრთელობის და ფინანსური დახმარებები იქნება გაზრდილი.

- G20-ის  ქვეყნები კორონავირუსის  დაავადების გამკლავებისთვის გააკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა.

G-20,  თურქეთის, გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, არგენტინის, ბრაზილიის, ჩინეთის, ინდონეზიის, საფრანგეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, იაპონიის, კანადის, მექსიკის, რუსეთის, საუდის არაბეთის და ევროკავშირის კომისიისაგან არის შექმნილი.

 



მსგავსი ინფორმაციები