ერდოღანმა კოვიდ-19-ის საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა კოვიდ-19-ის საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1380776
ერდოღანმა კოვიდ-19-ის საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი განცხადებები  გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში ჩინეთიდან გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ მათი მთავრობის მობილიზაციით შესაძლებელია, რომ უმოკლეს ხანებში ხსენებული ვირუსის აღმოფხვრა შეძლონ. ერდოღანმა ამის შესახებ ანკარაში,  ჩანქაიას სასახლეში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ 19)-ის შესახებ გამართული საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ „სახლში დარჩენის“ სამ კვირიანი ხანგრძლივობით შესაძლებელია ამ ვირუსის მოგერიება. „ჩემი თხოვნაა, ჩემი ერის ყველა წევრისგან,  რომ მათ არ დატოვონ თავიანთი სახლები მაქსიმალურად, სანამ კოვიდ-19-ის  საფრთხე არ გავა. ვირუსმა თურქეთში გვიან და შეზღუდულად შემოაღწია, ამის მიზეზი კი  მთავრობის მხრიდან გატარებული პრევენციები გახდა. ვიმედოვნებ, რომ ორ თვიანი წინააღმდეგობის პროცესით  საუკეთესო შედეგებს მივიღებთ. ჩვენ შევქმენით ძალიან კარგი სადიაგნოსტიკო ნაკრები, რომლების განვითარებასაც ამ დროისათვისაც ვაგრძელებთ. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ აზიის და დასავლეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს. თურქეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟებს და ეროვნულ ვალუტას მსგავსი დანაკარგი არ განუცდია. ჩვენმა ეკონომიკურმა მენეჯმენტმა და მათთან დაკავშირებულმა ინსტიტუტებმა მოამზადეს მთელი ბიზნესსამყაროს მოთხოვნებისა და პროგნოზების შეგროვებით ახალი ბიზნეს პაკეტი, რომლისთვისაც გამოყოფილ იქნა 100 მილიარდი ლირა. ეს კი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას მოიცავს, რომელიც ყველა სექტორს შეეხება“, აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები