მეთინასა და გარას რეგიონში PKK-ს კიდევ 3 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

მეთინასა და გარას რეგიონში PKK-ს კიდევ 3 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

1377186
მეთინასა და გარას რეგიონში PKK-ს კიდევ 3 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

ერაყის ჩრდილოეთში მდებარე მეთინასა და გარას რეგიონებში სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს კიდევ 3  წევრი გაანეიტრალეს. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გავრცელებული განცხადების თანახმად, მეთინასა და გარას რეგიონებში  განხორციელებული საჰაერო ოპერაციების დრის სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია PKK-ს წევრი 3 ტერორისტი  იქნა განეიტრალებული. ამავე განცხადებაში  აღნიშნულია,  რომ ოპერაციები ამ დროისათვისაც გრძელდება. ეროვნული თავდაცვის სამინისტრო  თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს რეგიონში ტერაქტის განხორციელების მზადებაში მყოფი PKK/YPG-ს წევრი 8 ტერორისტიც იქნა განეიტრალებული.

მეორეს მხრივ, თურქეთი სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია, PKK-ს წინაამდეგ ანტიტერორისტულ ოპერაციებს ქვეყნის შიგნითაც აგრძელებს. სწორედ ამის ფარგლებში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სიირთში  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ჟანდარმერიის, პოლიციის და დაცვის  თანამშრომლის მონაწილეობით ოპერაცია „ხაფანგი - 7“ მიმდინარეობს.



მსგავსი ინფორმაციები