თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

1375950
თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეთთინ ქოჯას  განმარტებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული უახლოეს წარსულში ევროპიდან დაბრუნდა სამშობლოში.  მისივე თქმით, პაციენტი სრულ იზოლაციაში იყო.  ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი საზოგადოებაში არ გავრცელდება, რადგან ამისთვის შესაბამის ზომებს იღებენ. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთში ქალაქ, უხანიდან პირველად გასული  წლის 12 დეკემბერს  გავრცელებული ახალი კორონავირუსი, (კოვიდ -19) რომელიც უმოკლეს დროში გლობალურ პრობლემად იქცა, თურქეთის მიერ მიღებული ზომებით, დღემდე ქვეყნის პნევმონიისგან დაცვა დიდი წარმატებაა. მეორეს მხრივ, თურქეთში დაფიქსირებულ კორონავირუსის პირველ შემთხვევასთან დაკავშირებით პირველი შეფასებები გააკეთა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აღნიშნა, რომ მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ევროპიდან დაბრუნდა ქვეყანაში რა, ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პრეზიდენტმა ასევე მოსახლეობაც მოუწოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილებები გაითვალისწინონ.  



მსგავსი ინფორმაციები