ვიცე-პრეზიდენტმა ოპერაცია “გაზაფხულის ფარი“ შეაფასა

“მეჰმეტჩიკები გმირულ ბრძოლას გააგრძელებენ“

1370805
ვიცე-პრეზიდენტმა ოპერაცია “გაზაფხულის ფარი“ შეაფასა

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ, სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ მესიჯში აღნიშნა, რომ ”გაზაფხულის ფარის“ ოპერაციით, თურქეთი ერთის მხრივ თავიდან აიცილებს სირიასთან საზღვრის გასწვრივ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას, ხოლო მეორეს მხრივ, წინ აღუდგებიან დევნილთა ჰუმანიტარულ დრამას. ”ჩვენი მეჰმეტჩიკები (ე.ი. თურქი ჯარისკაცები) გმირულ ბრძოლას გააგრძელებენ ჩვენი საზღვრების შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც და ამით სათანადო პასუხები გაეცემათ იმათ, ვინებიც ავი თვალებით უყურებენ ჩვენს დამოუკიდებლობასაც და მომავალსაც. როგორც ოპერაცია ევფრატის ფარის, ზეთისხილის რტოს და მშვიდობის წყაროს დროს ავიცილეთ ჩვენი საზღვრების გასწვრივ ტერორისტული სახელმწიფოს შექმნა, ამასთან ლტოლვილთა ჰუმანიტარულ დრამასაც წინ აღვუდგებით. ხოლო რომელთა სისხლიც დაიღვარა და დაიღვრება სამშობლოსათვის და დროშისათვის ბრძოლებში, იმათი სული ცხონდება და არასოდეს დაივიწყებიან“, აღნიშნავს ვიცე-პრეზიდენტი ფუად ოქტაი



მსგავსი ინფორმაციები