პრეზიდენტი ერდოღანი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი ერდოღანი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა

1368898
პრეზიდენტი ერდოღანი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გუშინ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს, სირიის იდლიბის პროვინციაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან ერთად რეგიონალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს. საკითხთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის პრესმდივანმაც გაავრცელა წერილობითი განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ერდოღანმა და მერკელმა სატელეფონო საუბრის დროს, იდლიბში განვითარებული მოვლენები განიხილეს. ანგელა მერკელმა, იდლიბში  თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებული ვერაგული თავდასხმა დაგმო და ერდოღანს დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა. ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნეს, რომ ახალი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისათვის დიპლომატია დროულად უნა იქნეს დაწყებული. მერკელმა ასევე იდლიბიდან იძულებით მიგრაციაში წასული ხალხის დასახმარებლად თურქეთის მთავრობას, გერმანიის მთავრობის სახელით  თანადგომა გამოუცხადა“.



მსგავსი ინფორმაციები