ერდოღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1368890
ერდოღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად სირიის იდლიბის პროვინციაში განვითარებული ბოლო დროინდელი მოვლენები იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოჭის მემორანდუმის ფარგლებში იდლიბის რეგიონიდან რეჟიმის ძალების გაწმენდა აუცილებელია. ერდოღანი და ტრამპი სატელეფონო საუბრის დროს, იდლიბში ჰუმანიტარული კრიზისის აღსაკვეთად დამატებითი ზომების მიღების საკითხზეც შეთანხმდნენ. მეორეს მხრივ, თეთრი სახლიდან ერდოღან-პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ წერილობითი განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია: „პრეზიდენტმა ტრამპმა, სირიის ჩრდილოეთში შეტაკებების შეჩერების და ჰუმანიტარული კრიზისი აღსაკვეთად თურქეთს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა. ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე შეთანხმდნენ იმ საკითხზეც, რომ რეგიონში ახალი ჰუმანიტარული კრიზისი გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, სირიის რეჟიმმა, რომელსაც რუსეთი და ირანი უჭერს მხარს, თავდასხმები უნდა შეაჩეროს“.



მსგავსი ინფორმაციები