ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1368556
ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში თურქ სამხედროებზე განხორციელებული ვერაგული თავდასხმის შემდეგ, თურქეთ-რუსეთს შორის პირველი მაღალი რანგის კონტაქტი შედგა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მისი თქმით, ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს იდლიბის დეესკალაციის ზონაში სიტუაციის განმუხტვის შესაძლებლობები განიხილეს. საკითხთან დაკავშირებით პირველი განცხადება გაავრცელა კრემლმაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერდოღანმა და პუტინმა იდლიბში ნორმალიზაციისთვის დამატებითი ზომების მიღებაზე შეთანხმდნენ. ერდოღან-პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით, პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლიდერებმა უახლოეს ხანებში პირისპირ შეხვედრის საკითხზე შეთანხმდნენ.  


საკვანძო სიტყვები: #პუტინი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები