იდლიბში კიდევ ორი  თურქი ჯარისკაცი დაიღუპა ორი კი დაიჭრა

იდლიბში კიდევ ორი  თურქი ჯარისკაცი დაიღუპა ორი კი დაიჭრა

1367137
იდლიბში კიდევ ორი  თურქი ჯარისკაცი დაიღუპა ორი კი დაიჭრა

სირიაში,  იდლიბის პროვინციაში ბაშარ ასადის რეჟიმის ძალების მხრიდან  საჰაერო თავდასხმის  შედეგად  კიდევ ორი  თურქი  ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „იდლიბში კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენი სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიგრაციისა და ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად რეგიონში გაგზავნილ ჩვენს ნაწილებზე, რეჟიმის მიერ საჰაერო თავდასხმის  შედეგად,  ჩვენი ორი  გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა“. აქვე ნათქვამია, რომ თავდასხმის შემდეგ რეგიონში განსაზღვრულ რეჟიმის სამიზნეებზე დაუყოვნებლივ მოხდა ინტენსიური შეტევა და საჭირო რეაგირება.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: ”სამიზნეები განადგურებულია და ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების დაღვრილ სისხლზე პასუხი მოეთხოვათ.“


საკვანძო სიტყვები: #დაიღუპა , #თურქი ჯარისკაცი , #იდლიბი

მსგავსი ინფორმაციები