ჩავუშოღლუმ დღეს თურქეთში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლამდე განცხადებები გააკეთა

ჩავუშოღლუმ დღეს თურქეთში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლამდე განცხადებები გააკეთა

1366935
ჩავუშოღლუმ დღეს თურქეთში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლამდე განცხადებები გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრისგან მოლოდინი არის შეტევების შეჩერება სირიის იდლიბის რეგიონში და რეჟიმის გაყვანა სოჭის შეთანხმების ფარგლებში დადგენილ რეგიონში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ, სირიის იდლიბის საკითხზე მოლაპარაკებების გასამართად დღეს თურქეთში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლამდე განცხადებები გააკეთა.

ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი უნდა გავიდეს სოჭის შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრულ საზღვრებში და რომ მათი მოლოდინი რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრისგან არის იდლიბში თავდასხმების შეჩერება.

მისივე თქმით ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია და დაამატა: „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინადადებით დელეგაციები ერთმანეთს შეხვდებიან. ოთხმხრივი სამიტამდე პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება.“



მსგავსი ინფორმაციები