კორონავირუსის გამო თურქეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა

კორონავირუსის გამო თურქეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა

1364718
კორონავირუსის გამო თურქეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა

თურქეთმა, ბოლო დროს ირანში  ახალი კორონავირუსით (2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის გამო, ამ ქვეყანასთან საზღვარი დროებითად ჩაკეტა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ გააკეთა. მინისტრის განცხადებით,  ირანში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით 43-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 8 ადამიანი, ამიტომ ისინი იძულებული გახდნენ, მათი ქვეყნის დასაცავად შესაბამისი ზომები მიიღონ. „დღეიდან, ჩვენი დროით 17:00 საათიდან ირანთან როგორც სახმელეთო ასევე სარკინიგზო საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მივიღეთ. ასევე ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  ყველა საერთაშორისო ფრენა ცალმხრივად და დროებით ჩვენი დროით 20:00 საათიდან შეწყდება“, განაცხადა ფაჰრეთთინ ქოჯამ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ 8 ირანის მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომი აღმოაჩნდათ, თურქეთში შემოსვლის უფლება არ მისცენ.  



მსგავსი ინფორმაციები