ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

განიხილეს იდლიბისა და ლიბიის საკითხები

1364215
ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შესდგა

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების განყოფილებიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, გუშინ საღამოს შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს, ლიდერებმა ძირითადი ყურადღება სირიის იდლიბის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს დაუთმეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია, ასადის რეჟიმმა დაუყონებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს დაზარალებულებს. ორი ქვეყნის ლიდერები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ იდლიბის კრიზისის შესაჩერებლად ერთადერთი გამოსავალი არსებობს, მხარეებმა აუცილებლად შეასრულონ სოჭის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამავე ინფორმაციით, ერდოღანმა და პუტინმა ლიბიის საკითხიც განიხილეს



მსგავსი ინფორმაციები