ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა

იგი ამაღამ პუტინს გაესაუბრება

1364039
ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა დღეს სტამბოლში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამ საღამოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ექნება და მის კვალობაზე უფრო მკაფიო გახდება ანკარის დამოკიდებულება იდლიბის რეგიონთან მიმართებით, სადაც მისივე თქმით “საომარი“ ვითარებაა. "პუტინთან ამ საღამოს სატელეფონო საუბარი მექნება და ჩვენ განვიხილავთ ყველანაირ განვითარებას იდლიბში. თუკი ასადის რეჟიმი არ შეწყვეტს თავისი ხალხის დევნა-შევიწროებას,  მაშინ იქიდან ჩვენი სამხედროების გამოყვანა ვერ მოხერხდება. ჩვენ მხოლოდ ასე შეგვიძლია ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება," განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, გუშინ, ასადის რეჟიმის მიერ ორი თურქი ჯარისკაცის მოკვლის შემდეგ, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მკაცრი საპასუხო დარტყმა მიაყენა რეჟიმის ძალებს და გაანადგურა მისი 150 ელემენტი, 12 ტანკი, 3 ჯავშანტექნიკა, 14 ჰაუბიცა და 2 სამხედრო ავტომანქანა. თურქი პრეზიდენტის განცხადებითვე, მას დღეს სამმხრივი სატელეფონო შეხვედრა ჰქონდა მაკრონთან და მერკელთან, რომლებმაც მას და პუტინს 5 მარტს სტამბოლში შეხვედრის წინადადება წამოუყენეს და მადლობელი იქნება თუ ამ წინადადებას პუტინი დადებითად გამოეხმაურება. მისივე თქმით, თურქეთმა ახალი ნაბიჯი გადადგა უსაფრთხო ზონაში და იდლიბიდან გამოქცეული ლტოლვილებისათვის 25-30 კვადრატული მეტრის ბრიკეტის ბარაკებს აშენებენ და ამ საქმეს მომავალშიც გააგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები