ერდოღანმა ლიბიის ლიდერი მიიღო

შეხვედრა სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეში შესდგა

1363568
ერდოღანმა ლიბიის ლიდერი მიიღო

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა გუშინ საღამოს, ლიბიის ლეგიტიმური ეროვნული თანხმობის მთავრობის (UMH) პრემიერ-მინისტრი ფაიაზ ალ სარაჯი, სტამბოლის საპრეზიდენტო დოლმაბახეს ოფისში მიიღო და ამ შეხვედრამ პრესისათვის დახურულ ფორმატში,  დაახლოებით 2 საათს გასტანა და მისი დასრულების შემდეგ მხარეებს პრესისათვის რაიმე განცხადება არ გაუვრცელებიათ.

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა იმ ოჯახებს, რომელთა ახლობლებიც გუშინ, გერმანიის ქალაქ ჰანუში, რასისტული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. ერდოღანმა, სოციალურ ქსელ Twitter-ის  ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში, ეს რასისტული თავდასხმა გაიზიარა და მის ფარგლებში აღნიშნა: ”გერმანიის ქალაქ ჰანუაში, საშინელი თავდასხმის  შედეგად დაღუპული ჩვენი ძმების ოჯახებს ვუსურვებ ღვთის კურთხევას და სამძიმარს“.

 

 



მსგავსი ინფორმაციები