უზბეკეთის პრეზიდენტი ანკარას ოფიციალუირ ვიზიტით ეწვევა

უზბეკეთის პრეზიდენტი ანკარას ოფიციალუირ ვიზიტით ეწვევა

1362350
უზბეკეთის პრეზიდენტი ანკარას ოფიციალუირ ვიზიტით ეწვევა

უზბეკეთის პრეზიდენტი შევქათ მირზიოევი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით დღეს და ხვალ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა.

კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში თურქეთისა და უზბეკეთის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა დღეს ერდოღანის და მირზიოევის თავმჯდომარეობით დედაქალაქ ანკარაში ჩატარდება.

მოლაპარაკებების დროს, თურქეთსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ყველა განზომილება, სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე შექმნილი თანამშრომლობის  გაღრმავებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავენ და რეგიონალურ და საერთაშორისო მოვლენების შესახებ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს გაუზიარებენ.

ვიზიტთან დაკავშირებით ასევე მოხდება ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულებების გაფორმება, სტუმარი პრეზიდენტი მირზიოევი ხვალ საპრეზიდენტო ეროვნული ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალს "საპატიო სტუმრის" სტატუსით დაესწრება.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დედაქალაქ ანკარაში მირზიოევის თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრა.



მსგავსი ინფორმაციები