თურქეთის დელეგაციამ მოსკოვში იდლიბის საკითხი განიხილა

თურქეთის დელეგაციამ მოსკოვში იდლიბის საკითხი განიხილა

1361284
თურქეთის დელეგაციამ მოსკოვში იდლიბის საკითხი განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალის თანათავჯდომარეობით მოსკოვში ჩასულმა თურქეთის დელეგაციამ,   იდლიბის საკითხთან დაკავშირებით პირველი შეხვედრები გამართა. დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, სედათ ონალის თანათავჯდომარეობით მოსკოვში ჩასულმა შერეულმა დელეგაციამ, თავიანთ კოლეგებთან იდლიბის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები გამართეს. თურქეთის დელეგაციამ შეხვედრაზე მტკიცედ დააყენა საკითხი იმისა, რომ რეგიონში ახალი ჰუმანიტარული კრიზისის აღსაკვეთად აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა დროულად ამოქმედდეს. მათ ასევე მოითხოვეს ისიც, რომ 2018 წელში სოჭში მიღწეული მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ.

მეორეს მხრივ, დიპლომატიური წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციით,  თურქეთ-რუსეთის დელეგაციებს შორის იდლიბის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები,  მოსკოვში  დღესაც გრძელდება.


საკვანძო სიტყვები: #იდლიბი , #მოსკოვი , #რუსეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები