ორშაბათს თურქეთის დელეგაცია იდლიბის საკითხის განსახილველად მოსკოვს ეწვევა

ორშაბათს თურქეთის დელეგაცია იდლიბის საკითხის განსახილველად მოსკოვს ეწვევა

1360087
ორშაბათს თურქეთის დელეგაცია იდლიბის საკითხის განსახილველად მოსკოვს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ორშაბათ დღეს,  თურქეთის დელეგაცია იდლიბის კრიზისი განსახილველად მოსკოვს ეწვევა. მევლუთ ჩავუშოღლუმ ამის შესახებ, მიუნხენის უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაზე თავის გერმანელ კოლეგა, ჰეიკო მასთან გამართული პირისპირ შეხვედრის შემდეგ  ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. მისივე თქმით,  ჰეიკო მასთან  შეხვედრაზე იდლიბის საკითხი განიხილეს რა, მხარეებმა  კრიზისის სამხედრო ოპერაციების ნაცვლად პოლიტიკური გზით მოგვარებას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი. თურქმა დიპლომატმა ისიც აღნიშნა, რომ იდლიბში თავდასხმების შესაჩერებლად თურქეთი და რუსეთი სერიოზულ ძალისხმევას იჩენენ რა, ამის ფარგლებში ორშაბათ დღეს მოსკოვში მორიგი შეხვედრა გაიმართება. ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციის დროს იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ თუ იდლიბში თავდასხმებს ვერ შეაჩერებენ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, სერიოზული ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნება.



მსგავსი ინფორმაციები