პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში გაემგზავრა

პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში გაემგზავრა

1358617
პრეზიდენტი ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით პაკისტანში გაემგზავრა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თურქეთ-პაკისტანის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-6 სხდომაზე დასასწრებად პაკისტანში გაემგზავრა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ, იმრან ხანის მონაწილეობით ისლამაბადში გასამართ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოზე ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობა დეტალურად იქნება განხილული. ერდოღანის პაკისტანში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ,  არიფ ალვისაც შეხვდება, რა დროსაც ორმხრივი და სხვა საერთაშორისო საკითხები იქნება განხილული. მეორეს მხრივ,  თურქეთის პრეზიდენტი პაკისტანში ვიზიტის ფარგლებში,  პარლამენტშიც გამოვა სიტყვით.



მსგავსი ინფორმაციები