იბრაჰიმ ქალინი: „შესაძლოა მარტის თვეში ასტანის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართოს“

იბრაჰიმ ქალინი: „შესაძლოა მარტის თვეში ასტანის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართოს“

1354854
იბრაჰიმ ქალინი: „შესაძლოა მარტის თვეში ასტანის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართოს“

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ შესაძლოა მომავალ თვეში სირიის საკითხთან დაკავშირებით, ასტანის პროცესის ფარგლებში  ახალი შეხვედრა გაიმართოს. მან ამის შესახებ გუშინ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანათავჯდომარეობით გამართული მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ჩვენთვის, სირიაში ‘დეესკალაციის ზონა’ სოჭისა და ასტანის შეთანხმების ფარგლებში განსაზღვრული ტერიტორიებია. შესაძლოა, მარტის თვეში  სირიის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართოს. ამისათვის შესაბამისი სამუშაოები გრძელდება“, განაცხადა ქალინმა.



მსგავსი ინფორმაციები