იდლიბში შეჰიდი გახდა 4 თურქი ჯარისკაცი

თურქეთმა საკადრისი პასუხი გასცა ესადის რეჟიმს

1351862
იდლიბში შეჰიდი გახდა 4 თურქი ჯარისკაცი

სირიის იდლიბის რეგიონში, ესადის რეჟიმის მასიურ საარტილერიო დარტყმას 4 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 9 დაიჭრა და მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იდლიბის  რეგიონის გამაგრების მიზნით,  თურქეთმა ჯერ სირიის საზღვართან და შემდეგ ხსენებულ რეგიონში სამხედრო ძალები და მძიმე ტექნიკა გადაისროლა, რომლის კოორდინატები წინასწარ ეცნო რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ესადის რეჟიმს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სირიის სამთავრობო ჯარებმა მასიური საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს თურქ ჯარებს, რის შედეგადაც 4 ჯარისკაცი შეჰიდი გახდა, 9 დაიჭრა და მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამავე განცხადებით, თურქეთმა საკადრისი პასუხი გასცა ესადის რეჟიმს და მისი მრავალი სამიზნე გაანადგურა



მსგავსი ინფორმაციები