საგარეო უწყება  მოქალაქეებს მონღოლეთში გადაადგილებასთან დაკავშირებით აფრთხილებს

საგარეო უწყება  მოქალაქეებს მონღოლეთში გადაადგილებასთან დაკავშირებით აფრთხილებს

1351180
საგარეო უწყება  მოქალაქეებს მონღოლეთში გადაადგილებასთან დაკავშირებით აფრთხილებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, მონღოლეთში გადაადგილებასთან დაკავშირებით თავი შეიკავონ. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რადგან ჩინეთსა და მონღოლეთს შორის მჭიდრო ურთიერთობა აქვს და ამ ორ ქვეყანას შორის მოგზაურობებიც ხშირია, შესაძლო ახალი კორონავირუსის  (2019-nCoV) გავრცელების გამო ამ ქვეყანაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დედაქალაქ, ულან-ბატორში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო სასწავლო პროცესი 2 მარტამდის გაუქმებულია რა, ასევე არ მოქმედებს კინოთეატრები, ინტერნეტ კაფეები, დახურული სათამაშო გასართობი საშუალებები და სხვა მრავალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.  ულან-ბატორსა და სხვა მრავალ ქალაქებში ჰაერის ინტენსიური დაბინძურების გამო ვირუსების სწრაფი გავრცელების საშიშროება მაღალია. საგარეო უწყება მონღოლეთში ამჟამად მყოფ თურქეთის მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ  საელჩოს  ცხელ ხაზზე  +976 9468 14 01.



მსგავსი ინფორმაციები