გუშინ თურქეთის ეუს-ს წლის პირველი სხდომა შესდგა

განიხილეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მრავალი ასპექტი

1350607
გუშინ თურქეთის ეუს-ს წლის პირველი სხდომა შესდგა

 

თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმდინარე წლის პირველი სხდომა გუშინ, ბეშთეფეს საპრეზიდენტო კომპლექსში, პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით გაიმართა და მასზე განიხილეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მრავალი ასპექტი რა, ყველაზე მეტი ყურადღება უსაფრთხოების საკითხებს დაუთმეს. შეკრების დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებითი ზომების მიღება აუცილებელია, განსაკუთრებით კი სირიის იდლიბის რეგიონში. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის  საშინაო და საგარეო საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის, დეტალურად იქნა განხილული, ხოლო ამის პარალელურად უსაფრთხოების იმ შესაძლო ზომებზეც ისაუბრეს, რომლებიც უნდა მიიღონ მიმდინარე წელს. “თურქეთის ეროვნულ ერთიანობას და სოლიდარობას მუდმივად  ემუქრებიან ისეთი ტერ ორგანიზაციები, როგორებიც არიან ქურთული PKK/KCK-PYD/YPG-ე, ასევე დეაში, ფეტო და სხვები, ამიტომაც თურქეთის უსაფრთხოების ძალები ყოველთვის ფხიზლად უნდა დარჩნენ, განსაკუთრებით სამხრეთის საზღვრები დაცვისას“, აღნიშნულია ამ დეკლარაციაში. ლიბიის საკითხზე საუბრისას ხაზი გაესვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მნიშვნელობას, ხოლო ამის პარალელურად აღინიშნა, რომ ანკარა გააგრძელებს ყველანაირ მხარდაჭერას ლიბიის ლეგიტიმური ეროვნული თანხმობის მთავრობისადმი, რომელსაც აღიარებს გაერო. ეუს-მ შეშფოთება გამოთქვა ირან-აშშ-ს შორის წარმოქმნილი დაძაბულობის მიმართ და ორივე მხარეს საღი აზროვნებისკენ და ზომიერებისკენ მოუწოდა. “თურქეთი არასოდეს არ მიიღებს ტრამპის ე.წ. “საუკუნის შეთანხმებას“, რომელიც პრო ისრაელური პროექტია და მის საწინააღმდეგოდ კვლავ მხარს დაუჭერს პრობლემის ორ სახელმწიფოებრიობის პრინციპზე მოგვარებას და პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმის ცნობას“, აღნიშნულია  თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში



მსგავსი ინფორმაციები