თურქეთის მწუხარებას მრავალი ქვეყანა იზიარებს

სამძიმრის მესიჯები მრავალმა ლიდერმა გამოგზავნა

1347119
თურქეთის მწუხარებას მრავალი ქვეყანა იზიარებს

 

ელაზიღის ოლქის სივრიჯეს რაიონში წუხელ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო თურქეთის ხელისუფლებას სამძიმრის მესიჯები მოუვიდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. პირველი ასეთი სამძიმარი ანკარას გამოუგზავნა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჩიმ, რომელმაც დიდი მწუხარება გამოთქვა დაღუპულების გამო, ხოლო დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მსგავსი შინაარსის სამძიმრის მესიჯები გამოაგზავნეს ასევე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიჩოტაკისმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა, კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ თაშჩიმ, ბოსნია-ჰერცოგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა შეფიქ ჯაფეროვიჩმა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ, კოსოვოს პრემიერმა ედი რამამ,  ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა, ლათინური ქვეყნების საპარლამენტო გაერთიანებამ, მალაიზიის პრემიერმა ვან ისმაილიმ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ, უკრაინისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვადიმ პრისტაიკომ და ბოგდან აურესკუმ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, პაკისტანის პრემიერმა იმრან ჰანმა, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქასიმ ჯომერტ თოკაევმა და ა.შ. მათვე მზადყოფნა გამოთქვეს თურქეთისადმი ყველანაირი დახმარებისადმი



მსგავსი ინფორმაციები