საგარეო საქმეთა მინისტრმა საგარეო პოლიტიკის საკითხები შეაფასა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ საგარეო პოლიტიკის საკითხები შეაფასა

1335434
საგარეო საქმეთა მინისტრმა საგარეო პოლიტიკის საკითხები შეაფასა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ საგარეო პოლიტიკის საკითხები შეაფასა.

მევლუდ ჩავუშოღლუს განცხადებით, სოლეიმანის მკვლელობამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას.

„უახლოეს დღეებში სხვა ქვეყნებთან ერთად ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ამ პრობლემის გადასაჭრელად ან დაძაბულობის შესამცირებლად.“-აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის განცხადებით, ისინი მჭიდრო კავშირში არიან ყველა დაკავშირებულ მხარესთან, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონას, ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის, ერაყის პრეზიდენტ ბერჰემ სალიჰს და ყატარის ემირს შეიხ თემიმ ბინ ჰამედ ალ სანს და უახლოეს დღეებში ესაუბრება ინგლისის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს.

თავად ჩავუშოღლუ ასევე ტელეფონით ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯავად ზარიფს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დომინიკ რააბს, ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრს შეიხ მუჰამედ ბინ აბდურჰმან ალ სანის, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს შაჰ მაჰმუდ კურეიშის და გაეროს გენერალურს მდივანს ანტონიო გუტიერესს.

მინისტრის თქმით, თურქეთი მშვიდობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებში ყოველთვის ლიდერის როლს იღებს და დაამატა: „ჩვენ უახლოეს დღეებში განვაგრძობთ მუშაობას სხვა ქვეყნებთან ერთად ამ პრობლემის გადასაჭრელად ან დაძაბულობის შესამცირებლად. როგორც მოგეხსენებათ ვლადიმერ პუტინი (რუსეთის პრეზიდენტი) ოთხშაბათს სტამბოლში ჩამოდის. პუტინთან ბატონი პრეზიდენტი პირადად განიხილავს ამ საკითხებს. განსაკუთრებით აქ ყველა ჩვენგანი შეშფოთებულია იმის გამო რომ ერაყი არ გახდეს კონფლიქტის ზონა სხვა ქვეყნებისთვის. ეს ძალიან სერიოზული რისკია ერაყისა და ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენი კონტაქტები ერაყთან გრძელდება. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ წილს ძალისხმევას ძალადობის ამ სპირალის შესამცირებლად“.



მსგავსი ინფორმაციები