პრეზიდენტი ერდოღანი მოულოდნელი ვიზიტით ტუნისში ჩავიდა

პრეზიდენტი ერდოღანი მოულოდნელი ვიზიტით ტუნისში ჩავიდა

1329628
პრეზიდენტი ერდოღანი მოულოდნელი ვიზიტით ტუნისში ჩავიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

პრეზიდენტი ერდოღანი მოულოდნელი ვიზიტით ტუნისში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ კეის საიდთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა.

სიტყვით გამოსვლისას ერდოღანი ლიბიაში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ეროვნული თანხმობის მთავრობის წინააღმდეგ მეამბოხე ჰაფტერის ძალების მხრიდან თავდასხმებს შეეხო  და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნეგატიური მოვლენები ტუნისის თაოსნობით მეზობელ ქვეყნებს სერიოზულად აწუხებს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ლიბიაში სტაბილურობის დამყარების მცდელობებში ტუნისს ძალიან ღირებული და კონსტრუქციული წვლილი ექნება.  

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ტუნისის პრეზიდენტ კაისთან ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის და პოლიტიკური პროცესში დაბრუნებისათვის გადასადგმელი ნაბიჯები და თანამშრომლობის საკითები განიხილეს.

ლიბიაში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ არსად დღემდე მიუპატიჟებელი სტუმარი არ ვყოფილვართ. თუ მიწვევა იქნება ამაზე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ.“

მისი თქმით, შეთანხმების რომლითაც თურქეთი და ლიბია საზღვაო მეზობლებად იქცნენ, საბერძნეთს რეგიონში სიტყვის უფლებ არ აქვს.

 „ჩვენ ნაბიჯს ვდგამთ საერთაშორისოდ აღიარებულ სერრაჯთან ერთად, ჰაფტერს ასეთი სტატუსი არ აქვს. ამათ ჩვენს ძმებს ლიბიაში ნუ დავაჩაგვრინებთ... ლიბიაში მყოფები 5 ათასი სუდანიდან, 2 ათასი რუსეთიდან რომლებსაც ვაგნერ უწოდებენ რა სტატუსით შევიდნენ იქ რა საქმე აქვთ, რა კავშირები აქვთ?“-განაცხადა ერდოღანმა.

ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა სიტყვით გამოსვლისას ერდოღანთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ლიბიის საკითხი ყველა კუთხით განიხილეს და დაამატა: „თურქეთსა და ლიბიას შორის ხელმოწერილი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის საზღვრებს ადგენს. ეს ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხია.“  



მსგავსი ინფორმაციები