პრეზიდენტის განცხადებით, იდლიბის საკითხის გამო დელეგაციას მოსკოვში აგზავნიან

პრეზიდენტის განცხადებით, იდლიბის საკითხის გამო დელეგაციას მოსკოვში აგზავნიან

1327818
პრეზიდენტის განცხადებით, იდლიბის საკითხის გამო დელეგაციას მოსკოვში აგზავნიან

თურქეთის პრეზიდენმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში დოლმაბაჰჩეს სასახლეში გამართულ მეცნიერთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამჟამად ეროვნული შემოსავლის რაოდენობის მიხედვით, განსაკუთრებით ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ყველაზე მეტ დახმარებაში, თურქეთის მეხუთე ადგილზეა.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ სირიიდან მიგრაციის ახალ ტალღას თურქეთის ვეღარ გაუძლებს და დაამატა: „იდლიბში, სადაც 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბოლოდროინდელი ხოცვა-ჟლეტების გამო ამ რეგიონში კვლავ სერიოზული გააქტიურება მოხდა. 80 ათასზე მეტმა ჩვენმა იდლიბელმა ძმამ, რომლებიც დაბომბვებს გამოექცა, ჩვენი ქვეყნის საზღვრებისკენ დაიწყო მიგრაცია. თუ იდლიბელების მიმართ ეს ძალადობა არ დასრულდება, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში, თურქეთი ამ მიგრაციის ტვირთს მარტო არ ზიდავს. ჩვენზე ზეწოლის ნეგატიურ ასახვებს საბერძნეთის თაოსნობით ევროპის ყველა ქვეყანა იგრძნობს. ჩვენ რუსეთის წინაშე ყველანაირ ძალისხმევას ვეწევით რომ დასრულდეს თავდასხმები და ამ მცდელობას ისევ გავაგრძელებთ. ჩვენ დელეგაციას მოსკოვში ვაგზავნით, ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ და შედეგების მიხედვით გადასადგმელ ნაბიჯებს დავსახავთ.“

ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებს თურქეთის სირიაში გადადგმული ლეგიტიმური ნაბიჯების გამო კუთხეში მომწყვდევის მაგიერ, ენერგიის იდლიბში ხოცვა-ჟლეტის აღსაკვეთად დახარჯვისკენ მოუწოდებს და დაამატა, რომ სხვა შემთხვევაში ხელს ვერ შეუშლიან ილდიბის ხანძრის მათ ტერიტორიაზე გავრცელებას.



მსგავსი ინფორმაციები