ჩავუშოღლუმ თბილისში ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა

ჩავუშოღლუმ თბილისში ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა

1328343
ჩავუშოღლუმ თბილისში ქართველ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა
Memmedyarov-Zalkaliani-Cavusoglu1.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ თბილისში, სადაც თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი რიგით მერვე შეხვედრა ჩატარდა, აზერბაიჯანელ კოლეგა ელმარ მემედიაროვთან და ქართველ კოლეგა დავით ზალკანიანთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ თურქეთს, საქართველოს და აზერბაიჯან შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ და დაამატა: „ჩვენ გვსურს, რომ ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობა და სოლიდარობა იყოს მაგალითი რეგიონში მეზობელი ქვეყნებისთვის.“

თურქი მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მათ მიიღეს „სამმხრივი დარგობრივი სამოქმედო გეგმა“ და ეს გეგმა კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, განათლება, გარემოს დაცვა, კულტურა და სხვა.

ჩავუშოღლუმ ასევე განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ სამ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის გადაზიდვის შესაძლებლობების გაზრდაზე. სავაჭრო მოცულობის გაზრდის მიზნით ვაჭრობის ნაკადის გასაადვილებლად ჩვენ საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაცია უნდა მოვახდინოთ“-აღნიშნა ჩავუშოღლუმ.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოსა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანისა და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების მნიშვნელობას.

მისივე თქმით, სამივე ქვეყანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა და სოლიდარობა.



მსგავსი ინფორმაციები