ვიცე-პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო სენატის ქმედება
“სტიმულს გვაძლევენ ეროვნული ტექნოლოგიის შექმნა-განვითარებისკენ“
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ მკაცრი რეაგირება მოახდინა აშშ-ის მხრიდან თურქეთისადმი დაწესებული სანქციების სენატში დამტკიცების მიმართ. ოქტაი, მომავალი წლის ბიუჯეტის დებატების ბოლო დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის მხრიდან რუსული S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რუსეთიდან ყიდვისა და ამის გამო თურქეთის F-35 მოიერიშე თვითმფრინავების პარტნიორობიდან გარიცხვისა და სანქციების დაწესებას შეეხო და თქვა: "ისინი, ვინც S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის გამო ეკონომიკური სანქციებით გვემუქრებიან, ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდნენ, რომ ამით ისინი ჩვენ, გვაიძულებენ და სტიმულს გვაძლევენ ეროვნული ტექნოლოგიის შექმნა-განვითარებისკენ. თურქეთი არც თუ შორს არის იმ დღესთან, როცა უახლოეს მომავალში საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემა ექნება, თვით აწარმოებს როგორც F-35 ტიპის მოიერიშე თუ უპილოტო თვითმფრინავებს, ასევე უპილოტო სახმელეთო თავდაცვის მანქანებს. მოკლედ, მალე თურქეთი წარმოებისა და დიზაინის მხრივ მთელს მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა გახდება”, ხაზგასმით აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა
ჰაქან ფიდანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პალესტინის საკითხზე გამართულ შეხვედრებს დაესწრო
ჰაქან ფიდანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პალესტინის საკითხზე გამართულ შეხვედრებს დაესწრო