თურქეთმა აშშ-ს კონგრესის მიმართ მწვავე რეაქცია გამოხატა

თურქეთმა აშშ-ს კონგრესის მიმართ მწვავე რეაქცია გამოხატა

1327050
თურქეთმა აშშ-ს კონგრესის მიმართ მწვავე რეაქცია გამოხატა

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ აშშ-ს კონგრესში მიღებული აგსინების კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„2020 წლის აშშ-ს ფედერალური ინსტიტუტებისთვის საბიუჯეტო ასიგნების შესახებ კანონპროექტების, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ელემენტების შემცველ ზოგიერთ მინაწერთან ერთად აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მიღება, აშშ-ს კონგრესის წევრების ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ნებისმიერი საშუალებით განადგურების მოტივის ბოლო ნაყოფია...  ჩვენ გმობთ აშშ-ს კონგრესში ბიუჯეტის ჩვეული პროცესისაც კი კიდევ ერთხელ ამერიკელი პოლიტიკოსების მიერ მოკლევადიანი პოლიტიკური ამბიციებისათვის გამოყენებას. ამერიკის კონგრესის წევრები, თურქეთის მტერი ზოგიერთი კოლეგის მოკავშიერობის მცნების განადგურების მცდელობისათვის გამოყენებით უპირველეს ყოვლისა საკუთარ რეპუტაციას ლახავენ და სანდოობას კარგავენ... წრეები, რომლებიც ცდილობენ უსამართლოდ ხელი შეუშალონ F-35 გამანადგურებლების ჩვენს ქვეყანაში ტრანსფერს, ასევე ცდილობენ შეაფერხონ კვიპროსის კუნძულზე პრობლემის მოგვარების მცდელობები და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში თანამშრომლობის შესაძლებლობები, დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ მათი მცდელობები პირველ რიგში ზიანს აყენებს აშშ-ს ინტერესებს და არ ემსახურება რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობა.“-განაცხადა აქსოიმ.


საკვანძო სიტყვები: #სენატი , #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები