ტერორისტების დანებება გრძელდება

გუშინ, კიდევ 3 სეპარატისტი ჩაბარდა ძალოვანებს

1324531
ტერორისტების დანებება გრძელდება

 

სირიის ჩრდილოეთში მოქმედი  ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს წევრმა სამმა ტერორისტმა დასტოვა ეს ორგანიზაცია და ნებაყოფლობით დანებდნენ თურქ ჯარებს. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ წარმოებული წარმატებული ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად, ქურთული ტერ ორგანიზაციის სწრაფი დაშლის პროცესი გრძელდება და გასულ კვირას 4 ტერორისტი, გუშინ კი, კიდევ 3 ტერორისტი ჩაბარდა ძალოვანებს. "გუშინ საღამოს, ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს წევრმა სამმა ტერორისტმა დასტოვა ეს ორგანიზაცია და მარდინის ოლქის ნუსაიბინის რაიონის სოფელ ქიზილთეფეში მოპატრულე თურქ ჯარისკაცებს იარაღიანად დანებდნენ“, ხაზგასმულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები