პრეზიდენტმა ინჯირლიქის ბაზაზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა ინჯირლიქის ბაზაზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

1323768
პრეზიდენტმა ინჯირლიქის ბაზაზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლის გამოსწორებაც ორმხრივ ურთიერთობებში შეუძლებელი იქნება და დაამატა, რომ სენატის გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გასულ კვირას აშშ-ს სენატის მიერ 1915 წლის მოვლენების ეგრეთ წოდებულ ”გენოციდად”აღიარების რეზოლუციის მიღებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა და დასძინა: „თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ფასი არ აქვს, რადგანაც ეს გადაწყვეტილებები მთლიანად პოლიტიკურია“.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროების შემთხვევაში თურქეთმა შეიძლება სანქციებსაც მიმართოს და დასძინა: „ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა არ გადადგას გამოუსწორებელი ნაბიჯები ჩვენს ურთიერთობებში. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ დავჯდებით ჩვენს ყველა დელეგაციასთან ერთად, თუ საჭირო გახდა დახურვა, (ადანაში) ინჯირლიქსაც (ამერიკული ბაზა) დავხურავთ, (მალათიაში) ქურეჯიქსაც (ნატოს თავდაცვის სარადარო ბაზა) დავხურავთ. ისინი ასეთ რამეებს გააკეთებენ და ჩვენ ხელცარიელი არ გავჩერდებით. თურქეთი ტომების ქვეყანა არ არის. ძალიან მკაფიოდ და ნათლად თავისუფლად ვთქვათ. ამერიკაში ინდიელებთან დაკავშირებით ამის არ თქმა შესაძლებელია? ინდიელთა ისტორია ამერიკის სირცხვილია.“

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სირიის კრიზისში თურქეთის პრობლემა არა ნავთობი არამედ ის არის როგორ უნდა უზრუნველყოს სირიელებისთვის სიმშვიდე და სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-სა და მისი სირიის განშტოება YPG-ს ელემენტებზე როგორც "ქურთულზე" ისე საუბარი ქურთების მიმართ უპატივცემულობაა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლა, ისევე როგორც DEAŞ-ის წინააღმდეგ, უნდა განხორციელდეს მტკიცედ და ერთობლივად... დღეს ვინც ტერორგანიზაციებს შორის განსხვავებას აკეთებს, საძირკველს უყრის მომავლის კატასტროფას.“-აღნიშნა რ. თ. ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები