ჩავუშოღლუ დოჰას სტუმრობს

“ამერიკას სანქციებითვე ვუპასუხებთ“

1323436
ჩავუშოღლუ დოჰას სტუმრობს

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მონაწილეობა მიიღო ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე "დოჰას მე-19 ფორუმში" და უპასუხა რა მოდერატორის კითხვებს, თქვა, რომ თუ, ამერიკის შეერთებული შტატები ანკარის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, მაშინ, თურქეთიც ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს და უპასუხოდ არ დასტოვებს ამ ნაბიჯებს. მისივე აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უფრო  შედარებით უკეთესი ურთიერთობები აქვთ, ვიდრე კონგრესთან და სენატთან, რომლებთანაც გარკვეული პრობლემების არსებობას არ მალავენ და მათ შორის ყველაზე მთავარია თურქეთის მხრიდან რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვა, რომლის წინააღმდეგ გამოდის ამერიკა, თუმცა, ანკარა მათ უსაბუთებთ, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამერიკამ და დასავლეთმა უარი უთხრეს ანკარას საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვაზე. ჩავუშოღლუმ მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა ასევე სენატის მიერ 1915 წლის სომხური მოვლენების გენოციდად აღიარება და თქვა: "პოლიტიკოსებს, რომლებსაც შეზღუდული, ან საერთოდ არავითარი ცოდნა არ აქვთ ამ ისტორიის შესახებ, განაჩენს უტანენ იმ მოვლენებს, რომლებშიც თურქი ხალხი უფრო დაზარალებულია, ვიდრე სომხები. მაგრამ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვაშინგტონმა იგი მიიღო ურჩი თურქეთის დასასჯელად, რომელმაც არ მოუსმინა ვაშინგტონის თხოვნას და თავისი ჯარები შეიყვანა რა სირიის ჩრდილოეთში მდებარე ევფრატის აღმოსავლეთ მხარეში, მუსრს ავლებს აქ მოქმედ ქურთულ ტერ ორგანიზაციებს“. იგი სირიაში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და თქვა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმმა, რომელმაც სირიაში 500 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა, ქვეყანას ვერ გააერთიანებს და აქედან გამომდინარე ანკარა, ასადის რეჟიმს არა ლეგიტიმურად მიიჩნევს



მსგავსი ინფორმაციები