იბრაჰიმ ქალინმა აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებ მკაცრად გააკრიტიკა

იბრაჰიმ ქალინმა აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებ მკაცრად გააკრიტიკა

1322185
იბრაჰიმ ქალინმა აშშ-ს სენატის გადაწყვეტილებ მკაცრად გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ თურქეთის წინააღმდეგ, რუსული „S-400-ების“ შეძენის და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარებულ ოპერაციის გამო  სანქციების დაწესება პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა მკაცრად გააკრიტიკა. „ამას ჩვენზე  „S-400-ების“ შეძენის და გამოყენების თვალსაზრისით არანაირი გავლენა არ ექნება. ანუ კონგრესმა რა სახის გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს,  S-400-ის პროცესი გრძელდება. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ S-400-ებთან დაკავშირებით უკან დახევას არ ვაპირებთ. რაც შეეხება აშშ-სთან ავიაგამანადგურებელ F-35-ების თემას სამწუხაროდ, ეს საკითხი აღარ არის ტექნიკური ან თავდაცვის ინდუსტრიის საკითხი არამედ,  იგი გახდა ამერიკული საშინაო პოლიტიკის საგანი. თურქეთი S-400-ების გამოყენებასთან დაკავშირებით როგორც F-35-ის ასევე NATO-ს უსაფრთხოების მიმართ სისტემურ ცვლილებებს ახორციელებს,“ განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა გუშინ გამართული საპრეზიდენტო საბჭოს სხდომის დასრულების შედმეგ გამართული პრესკონფერენციის დროს. პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციის დროს ასევე მიგრანტების კრიზისსაც შეეხო და დაამატა: „შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 16 დეკემბერს გასამართ, ლტოლვილთა გლობალურ ფორუმზე პრეზიდენტი ერდოღანიც მიიღებს მონაწილეობას და მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით  საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მნიშვნელოვან განცხადებებს გააკეთებს.“



მსგავსი ინფორმაციები