ერდოღანი: „თუ ლიბია მოითხოვს, თურქ სამხედროებს ამ ქვეყანაში გავაგზავნით“

ერდოღანი: „თუ ლიბია მოითხოვს, თურქ სამხედროებს ამ ქვეყანაში გავაგზავნით“

1321074
ერდოღანი: „თუ ლიბია მოითხოვს, თურქ სამხედროებს ამ ქვეყანაში გავაგზავნით“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ლიბია მოითხოვს, თურქ სამხედროებს ამ ქვეყანაში გააგზავნიან. მან ამის შესახებ ანკარაში, ბილკენტის უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ერთი ადამიანი ერთი სამყარო“ სახელწოდების პროგრამაში მონაწილეობის დროს განაცხადა. მან, თურქეთ-ლიბიას შორის „უსაფრთხოებისა და სამხედრო თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმზე და „საზღვაო ტერიტორიების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმზე“ გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ თუ ლიბია, მათგან ამ  ქვეყანაში თურქი სამხედროების გაგზავნას მოითხოვს, საჭიროებისამებრ სამხედრო შენაერთებს გააგზავნიან.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ზემოთ ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის დროს ევროკავშირში „ლიდერის“ პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება რა, ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტებზეც ისაუბრა და დაამატა: „აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩემს შორის  საიდუმლო დღის წესრიგი არ არსებობს, რაც ვიცით  ღიად ვსაუბრობთ. არც მე და პუტინს არ გვაქვს საიდუმლო დღის წესრიგი. ვიმედოვნებ, რომ რეგიონში მშვიდობას ერთობლივად დავამყარებთ“.  პრეზიდენტს დამსწრე საზოგადოებიდან ასეთი კითხვა დაუსვეს: „სირიიდან როდის გამოვალთ“? უპასუხა: „იქაურობას ტერორისტებისგან როდესაც გვაწმინდავეთ, მაშინ გამოვალთ“.

მან ბოლოს, მიმდინარე წლის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გაცემაც შეაფასა რა, რასიზმის დამცველი მწერლისათვის გადაცემა დაგმო და გააკრიტიკა რა,  აღნიშნა, რომ თურქეთი ამ ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს.



მსგავსი ინფორმაციები