ერდოღანი მუსლიმურ  სახელმწიფოებს ალბანეთის დახმარებისკენ მოუწოდებს

სტამბოლში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საჯარო და კერძო სექტორის ინვესტიციების კონფერენცია გაიმართა

1319645
ერდოღანი მუსლიმურ  სახელმწიფოებს ალბანეთის დახმარებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა,  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისლამურ  სახელმწოფოებს,  ალბანეთში მიწისძვრის შედეგად  დაზარალებულების  დახმარებისკენ  მოუწოდა. ერდოღანმა ეს მოწოდება, სტამბოლში გამართულ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საჯარო და კერძო სექტორის ინვესტიციების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების მოსახლეობის 21%,  ანუ 350 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარზეა.  

 „ყველაზე მდიდარ ისლამურ სახელმწიფოსა და ღარიბს შორის წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 200-ჯერ განსხვავდება. ეს კი შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული მაჩვენებელია. მუსლიმანებმა ზექათი, (ადამიანის მიერ მოპოვებული იმ ქონების, რომელიც მის მფლობელობაშია, ერთი ნაწილის გაჭირვებულებისთვის მიცემა) რომ სრულად გასცენ, ისლამურ ქვეყნებში გაჭირვებული აღარ იქნება. მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდნენ  ჩვენი გაჭირვებული ძმები, ჩვენ მათ დახმარების ხელს გავუწოდებთ. ასე მოხდება ალბანეთშიც. როგორც მოგეხსენებათ, 26 ნოემბერს ალბანეთში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, დაზარალებულებისთვის თურქეთი 500 სახლს ააშენებს. ამისათვის გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის მინისტრს შესაბამისი განკარგულება უკვე გავეცი. თქვენგანაც ანალოგიურს გთხოვთ.  მოძმე ალბანელი ხალხისათვის შესაბამისი დახმარებები გაიღეთ რათა,  ზარალი  უმოკლეს ხანებში აღმოფხვრილ იქნას,“ განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას  ასევე დასძინა, რომ თურქეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ძალიან კარგად არის დაბალანსებული რა, გლობალური სავაჭრო და ფინანსური ომების წინააღმდეგ ყველაზე მეტად მზად მყოფი ქვეყანა,  სწორედ რომ თურქეთია. მისივე თქმით, თურქეთი,  ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების მსურველებს ყველანაირად უწყობს ხელს.



მსგავსი ინფორმაციები