ერდოღანი ლონდონს გაემგზავრა

იგი დაესწრება ნატოს სამიტს

1316452
ერდოღანი ლონდონს გაემგზავრა

 

პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ინგლისს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს ალიანსის დაფუძნების 70-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ოფიციალურ ცერემონიაში. ლონდონში გამგზავრებამდე ერდოღანმა სტამბოლის აეროპორტში პრეს-კონფერენცია გამართა და თქვა, რომ დღევანდელი საფრთხეების გათვალისწინებით, პრიორიტეტი უნდა შეიძინოს ნატოს შიგნით განახლებამ, რაც უკვე გარდაუვალი პირობა გახდა. "ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან არ არის ალტერნატიული ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობებისა", ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა და დაამატა, რომ თურქეთი ნატო-ს შეუცვლელი და ერთგული პარტნიორია. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, 3-5 დეკემბერს დაგეგმილ ნატოს სამიტში ერდოღანთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ბერატ ალბაირაქი და ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი. ნატოს სამიტი, რომელზედაც ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ, მუშაობას დაასრულებს ე.წ. ლონდონის დეკლარაციის გამოქვეყნებით



მსგავსი ინფორმაციები