თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტროს განცხადება

1316216
თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს (MSB) ინფორმაციით, სირიაში ევფრატის აღმოსავლეთით, სირთულის მიზეზი და ტერორისტული ორგანიზაციის DEAŞ-ის მცირე ჯგუფების სახით არსებობის ყველაზე დიდი ფაქტორი ტერორისტულ ორგანიზაცია PKK/YPG-სთვის გაწეული მხარდაჭერაა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთი NATO-ს და კოალიციის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ოპერაცია „ევფრატის ფარი“-ს დროს ველზე DEAŞ-თან პირისპირი ბრძოლით 3 ათასზე მეტი ტერორისტი გაანეიტრალა.

განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთის ამერიკის შეერთებულ შტატებთან 17 ოქტომბერს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში DEAŞ-თან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, ტელ აბიადის ციხეში მყოფი DEAŞ-ელები PKK/YPG-ელი ტერორისტების მხრიდან მთელი მსოფლიოს თვალწინ იქნა გათავისუფლებული, აღნიშნულია:“სირიაში ევფრატის აღმოსავლეთით, სირთულის მიზეზი და ტერორისტული ორგანიზაციის DEAŞ-ის მცირე ჯგუფების სახით არსებობის ყველაზე დიდი ფაქტორი ტერორისტულ ორგანიზაცია PKK/YPG-სთვის გაწეული მხარდაჭერაა.“

აქვე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ თურქეთი, რომელმაც ოპერაციების „ევფრატის ფარის“ და ზეთისხილის რტოს“ გარემოს რთული სტრუქტურა გადალახა, DEAŞ-ის და PKK/YPG-ს თაოსნობით ტერორგანიზაციებთან თავად იბრძვის, უსაფრთხო ზონის შექმნაში თავისი გამოცდილებით, ძალით, ჰუმანიტარული მიდგომით და კონკრეტული პროექტებით ყველა პრობლემას გადალახავს.“

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტული ორგანიზაციები DEAŞ და PKK/YPG ერთ მიზანს ემსახურება და NATO-ს წევრ თურქეთზე თავდასხმით სინამდვილეში მიზნად ისახავენ ზიანი მიაყენონ NATO-ს.

 “ამის გამო, ამ ორი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ სირიისა და ერაყის შემდეგ ყველაზე მეტი თავდასხმის თურქეთში განხორციელება აშკარად აჩვენებს ამ ბნელი ტერორგანიზების მიზანს“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები